უპირატესობები მეპატრონეებისთვის

პრობლემომდგმურები

ჩვენ არ გპირდებით, რომ ჩვენი მომხმარებლები არასდროს შეგიქმნიან პრობლემებს (ისინი ჩვენნაირი ადამიანები არიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის შეიძლება მოხდეს შემთხვევითი რამ), თუმცა ავღნიშნავთ, რომ ჩვენს მომხმარებელთა ბაზაში ძალიან ფრთხილი შერჩევითი მიდგომაა თითოეული მომხმარებლის მიმართ.

ჩვენთან მომხმარებლები იხდიან მომსახურეობის საფასურს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი მიეკუთვნებიან შეძლებული დამქირავებლების რიცხვს, რომლებისთვისაც პრობლემას არ წარმოადგენს თვიური გადასახადი. მათთვის დრო ფულზე უფრო ღირებულია. ჩვენი მომხმარებელის ძირითადი ნაწილი მიეკუთვნება ფინანსურად სტაბილურ ფენას, თუმცა ეს გამქირავებლებს არ აძლევს იმის საფუძველს, რომ შეთანხმების პერიოდის განმავლობაში გააძვირონ მათი უძრავი ქონება!

ჩვენი შერჩევითი მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდის თქვენს შანსებს თქვენივე სასიკეთოდ. თუ ქირის გადახდასთან დაკავშირებით პრობლემები მაინც წარმოიშვა, ჩვენ მუდმივ მზადყოფნაში ვართ დაგეხმაროთ პრობლემის აღმოფხვრაში…

მაღალიფსონებიპრობლემებისთავიდანასარიდებლად

კოშმარულმა მდგმურმა შეიძლება პრობლემა შეგიქმნათ. პრობლემური მდგმურების შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალი კონტრაქტის დასრულება და მდგმურის გამოსახლებაა. ეს შეიძლება იყოს ნელი და პრობლემური პროცესი. პრობლემური მდგმურებისთვის არ არსებობს რეალური დამაბრკოლებელი ფაქტორი, რადგან მათ ყოველთვის შეუძლიათ იპოვონ სხვა ადგილი და უწყვეტად გამოიწვიონ პრობლემები. მსგავსი ტიპის პრობლემურ მდგმურს არ ადარდებს პრობლემის სიმწვავე – მას თითქმის არაფერი აქვს დასაკარგი.

ჩვენთან მსგავსი ფაქტების შემთხვევისას (რაც თავიდანვე ნაკლებად სავარაუდოა, ზემოთ ხსენებული მიზეზების გამო), მომხმარებელს ექნება უფრო მეტი დასაკარგი, ვიდრე მხოლოდ ქირავნობის კონტრაქტი თქვენთან – ისინი მიიღებენ ბანს ჩვენს მთელ სერვისზე არა მხოლოდ ამ კონკრეტულ ქალაქში, არამედ გლობალურად და მუდმივად. ჩვენი მომხმარებლები ჩვენი სერვისის ხშირი მომხმარებლები არიან და მათთან მსგავსი რისკები ნაკლებ სავარაუდოა. მათ პრობლემების გამოწვევა არ უღირთ, რადგან ფსონი ძალიან მაღალია.

ჩვენვპოულობთთქვენთვისახალმდგმურებს

როცა ჩვენთან თანამშრომლობთ, თქვენ შეგიძლიათ დაივიწყოთ ახალი მდგმურების მოძიების შიში. ჩვენ არ გპირდებით, რომ ყოველთვის ვიპოვით თქვენთვის შესაბამის, კეთილსინდისიერ მდგმურს, თუმცა თუ გაქვთ მიმზიდველი უძრავი ქონება და მისაღები საბაზრო ფასი, ჩვენ უფრო მარტივად ვუზრუნველყოფთ ახალი დამქირავებლის მოძიებას მანამ, სანამ ძველი დამქირავებელის სახელშეკრულებო ვადა ამოიწურება. თქვენი ერთადერთი პასუხისმგებლობა უძრავი ქონების ცვეთაზე ზრუნვაა – სხვა მხრივ, მხოლოდ მიიღებთ სტაბილურ საიჯარო შემოსავალს და ისიამოვნებთ უდარდელი ცხოვრებით!

ჩვენვაგვარებთთქვენსპრობლემებს!

რაც შეეხება მდგმურის გაუთავებელ ზარებს ამა თუ იმ საკითხის მოსაგვარებლად ბინაში, ეს არც თუ ისე კომფორტულია განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ არც კი იმყოფებით ქვეყანაში და ამ დროს არსებული პრობლემა მოითხოვს მყისიერ რეაგირებას. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ უბრალოდ დაგვირეკოთ, ჩვენ კი სიამოვნებით მოვაგვარებთ თქვენს მოსაგვარებელს ხელმისაწვდომ ფასად!